სანამ ძალიან ბევრი გაგიხდებით დასაჭერი, ვინც ჩვენი გასაკეთებელი ითავა გამოუშვით! - თამადა
„სანამ ძალიან ბევრი გაგიხდებით დასაჭერი, ვინც ჩვენი გასაკეთებელი ითავა გამოუშვით!
თავისუფლება ლაზარეს!!!”
– წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”.
ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა, მოქალაქეებმა. დღეს პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.
ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო.
დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს.
პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.