Jump to content
Planeta.Ge

Reuters - აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს


ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს.

დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატებითი ჭურვები NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. პაკეტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარი, ფინანსდება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისგან“, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მწარმოებლებისგან შეიძინოს და არა აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას. 500 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ფონდებიდან დაფინანსდება, რომელიც აშშ-ის ლიდერს საშუალებას აძლევს, საგანგებო სიტუაციების დროს იარაღი ქვეყნის მარაგიდან გასცეს.

ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...