ანა ბუჩუკურმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდა
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს.
"ამ წუთას გამოვედი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობიდან, სადაც შეხვედრა მქონდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში.
"ამ წუთას გამოვედი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობიდან, სადაც შეხვედრა მქონდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში.
ერთ-ერთი მთავარი, რაზეც პარტნიორებს ველაპარაკე ხელისუფლების მიერ იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ უბინძურესი მეთოდებით ბრძოლაა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის თავისუფალ ევროპულ მომავალს იცავენ - მათ შორის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მივაწოდე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.", - წერს სოციალურ ქსელში ანა ბუჩუკური.
როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, მმართველი პარტია და მისი ბინძური პროპაგანდა ახდენს 21 წლის ადამიანის დემონიზებას იმისთვის, რომ გააშავოს მთლიანად ის აქცია, რომელმაც ამ ქვეყანაში რუსული კანონის მიღება არ დაუშვა.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.