Jump to content
Planeta.Ge

პროკურორი - ბრალდებული ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას


ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ვინაიდან სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე, სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები სასამართლომ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა", - აღნიშნა თამარ იაკობიძემ.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...