„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შსს-ში თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
„განცხადება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის ამ განცხადებას და გვეცნობება რამდენიმე დღეში დაიწყება თუ არა გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდეგ, ბუნებრივია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის თათია სამხარაძის გამოკითხვა და ა.შ. ჯერ ვნახოთ დაიწყება თუ არა გამოძიება, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გვეცოდინება. ჩვენ მოგვმართა თათია სამხარაძემ და ჩვენ ვიცავთ მის ინტერესებს“, - განაცხადა ცენტრის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.