რატომ ტოვებენ უცხოური კომპანიები რუსეთის მარცვლეულის ბაზარს და როგორ აისახება საქართველოზე - ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია
ამერიკული Cargill-ის შემდეგ კანადური Viterra - რუსეთის მარცვლეულის ბაზარს კიდევ ერთი უმსხვილესი ტრეიდერი ტოვებს.
რით არის განპირობებული კომპანიების გასვლა რუსეთიდან, რომელიც მარცვლეულის კომპანიებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ დაუტოვებიათ და როგორ აისახება ტენდენცია საქართველოზე, „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ტრენდი ყალიბდება. ეს უკვე ცალსახად ჩანს, რომ ისედაც პოლიტიზებული რუსული ხორბლის ბაზარი მეტად ექცევა ამ გავლენის ქვეშ.
ადრე იყო ორი ოლქის სტავროპოლისა და როსტოვის გუბერნატორების შეთავაზება, რომ 20%-მდე შეზღუდულიყო უცხოელების პირდაპირი მონაწილეობა კომპანიებში, რომლებიც ხორბლის ექსპორტს ახორციელებენ. ეს რა თქმა უნდა, არასწორია და ცხადია იწვევს დიდ პრობლემებს.
ახლა, ამის პირდაპირი ვიზირება რუსეთის პრეზიდენტმა მოახდინა და ამან გამოიწვია კომპანიების გასვლა რუსეთიდან, რაც ხდება პირველად და ომის დაწყების შემდეგაც კი არ მომხდარა. უფრო და უფრო რთული ხდება რუსეთის ბაზარზე ოპერირება. ეს ცხადია, პრობლემაა, როგორც გლობალურ ჭრილში, ასევე საქართველოსთვისაც. ამ ტენდენციითა და ტრენდით უფრო ცენტრალიზებული ხდება ბაზარი და მეტ სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ, რაც ისედაც არ არის იშვიათი რუსეთის მხრიდან.
უფრო და უფრო იმატებს რისკი, რომ გადაწყვეტილებას ბიზნესი კი არა, სრულად სახელმწიფო მიიღებს. ამის მცდელობაა ახლა. აქ ისევ მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ბალიში შევქმნათ, მარაგების სახით. ამისთვის მზადება რომ აუცილებელია, ამითაც ცალსახა გახდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევების სანაცვლოდ, რომელიც რუსეთში ახლა მიიღება და სავარაუდოდ, ტრენდის სახეს მიიღებს მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბაზარი, უფრო და უფრო აქტიურად უნდა ემზადოს", - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, ხორბლის მარაგთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივი ფერმერების თვითუზრუნველყოფის 10%-დან 50%-მდე ზრდაც.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.