Jump to content
Planeta.Ge

ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა


„მოლოტოვის“ სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პაიტმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 31 მარტს მიიღო.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას უკამყოფილა მოჰყვა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, აქტივისტების მრიდან. წინასწარი პატიმრობის შესახებ ცნობას ისინი შეძახილებით „რუსებო“ დახვდნენ.

სასამართლოს გარეთ მობილიზებულია პოლიციის კორდონი.

გრიგორიადისი 29 მარტს, თბილისში, მეგობრის სახლში დააკავეს.  გაჩხრიკეს იგივე სახლი.

შსს ლაზარე გრიგორიადისს ედავება 7-8 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...