ვოლოდიმირ ზელენსკი - ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლოა, არასდროს ვაპატიებთ, ყველა დამნაშავეს დავსჯით
ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე წერს, სადაც ქალაქ ბუჩას ოკუპაციიდან გათავისუფლების წლისთავს ეხმაურება.
„რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000 ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქი გახდა. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით“, - წერს ზელენსკი.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.