იაპონია რუსეთში ფოლადის, ალუმინისა და საფრენი აპარატების ექსპორტს კრძალავს
იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში, ქვეყანაში ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთების, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, გემების ძრავები და ოპტიკური მოწყობილობები, ექსპორტი განახორციელონ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძალვა 7 აპრილს ამოქმედდება.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.