გიორგი გიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე
გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 პიანისტი, მათგან სამი საპრიზო ადგილი ერგო: იუკინე კუროკის (ბრინჯაო), გიორგი გიგაშვილსა (ვერცხლი) და კევინ ჩენს (ოქრო). აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი, ხვალ კი – გამოვლინდებიან სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები.
ფინალი მოიცავდა სამ ეტაპს. 24 მარტს, პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა შეასრულა ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიო ჩელოსა და კლარნეტისთვის:
მეორე ეტაპზე კი – დაუკრა მოცარტის მე-20 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (რე მინორი. K. 466):
დასკნით ტურში კი, იგი მსმენლის წინაშე წარსდგა სერგეი პროკოფიევის მე-3 საფორტეპიანო კონცერტით (დო მაჟორი Op. 26):
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტის, არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსი 1974 წლიდან არსებობს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.