იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო — TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელთაგანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოაჩინა.
მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.
- ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს „სზ ჯგუფის” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია.
- თერჯოლის მერის პირველ მოადგილე მანუჩარ რობაქიძეს კი, TI-ს განცხადებით, 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარე სახლისა და მიწის ოთხი ნაკვეთის თანამესაკუთრე, რომელთა ჯამური ფართობიც 8,101 კვადრატული მეტრია.
- ანგარიშის მიხედვით, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, რომლის 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ორგანიზაციის განცხადებით, არ აღნიშნა, რომ შპს „აგროჯორჯიიას” 25% წილის, შპს „ზედაზენი იმერეთის” 95% წილისა და შპს „ბერტა იმერეთის” 100% წილის მფლობელია და ამ უკანასკნელის დირექტორი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია და არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.