Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს


რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ მათ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ФСБ-ის მტკიცებით, გერკოვიჩი რუსული სამხედრო თავდაცვის კომპლექსის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. უწყებას არ დაუსახელებია კომპლექსის სახელწოდება ან ადგილმდებარეობა, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. ФСБ-ს არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია.

The Wall Street Journal-ის განცხადებით, ევან გერშკოვიჩი უსაფუძვლოდაა დაკავებული და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ. გამოცემის განცხადებით,  ისინი კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს და ითხოვენ მათი სანდო და ერთგული რეპორტიორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...