Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.502

ივანიშვილს მოვუწოდებ გააკონტროლოს სად დადიან მისი ჩინოვნიკები


PLANETA_INFO

1.153 views

ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან

 

,,მე ვიცი ერთი რამ, რაიონებში არის ძალიან ცუდი სიტუაცია. რაკი ,,ნაციონალებს" დასაყრდენი თვითმმართველობებში დარჩათ, მთელი ფინანსები და ძალები იქითაა მობილიზებული. მიშა ოცნებობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და არ არის გამორიცხული, ამას მიაღწიოს კიდეც. კი მიიღო პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი ჯერ ისევ მთავარსარდალია. თუნდაც, ავიღოთ ალასანიას უწყება...ირაკლი ნაწყენია ბიძინაზე, რადგან ჰგონია, რომ მას ცუდად მოექცნენ. რამე რომ მოხდეს, შენ როგორ ფიქრობ, ჯარი საით დადგება? დიდი ალბათობით, იქით, რომელ ნავშიც მინისტრი ჩახტება. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ალასანია პირდაპირი პროდუქტია ამერიკელების და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს...შესაძლებელია ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. გააჩნია, ესენი როგორ დააბამენ ამერიკელებს. რამდენიმე ლობისტური ჯგუფი ახლა ინტენსიურად მუშაობს ,,თეთრ სახლზე" და მიდის დარწმუნება, რომ სააკაშვილი თავის ხალხთან ერთად უნდა მობრუნდეს. მე არ ვიცი რა დაშლასა და დანაწევრებაზეა ლაპარაკი, ამათ დაინახეს, რომ ცენტრში აგებენ, მაგრამ სამაგიეროდ ძალები ჰყავთ გადასროლილი რეგიონებში. ამას ემატება ის ყველაფერი,– არავითარი ცვლილებები პროკურატურაში, არავითარი ცვლილებები პოლიციაში. რა თქმა უნდა, დამნაშავე პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ისევ შემოატრიალონ, მათ არ იციან, რა ელოდებათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სულაც რომ ხალხმა აიღოს თავზე ხელი და ყველას გადაუაროს, ესეც ხომ დიდი საშიშროებაა?მოდი, კარგად შევხედოთ სიტუაციას, იქნებ ,,ნაციონალები" განგებ თამაშობენ, რომ ყურადღება მოგვადუნებინონ? ამაზე ფიქრობს ვინმე? დაშლა და გადააადგილება სხვადასხვა რამეა, მე როგორც ვაკვირდები, ისინი გადახალისებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე დაშლაზე. მე ასეთი დამტკბარი გოკა გაბაშვილი, დავით ბაქრაძე და გია ბარამიძე არასოდეს მინახავს, ეს არ გიჩენს ეჭვებს?".

 

(,,ალია"N25(2779); ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...