"მოხარული ვართ, რომ დათი დღეიდან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა" - რა ინფორმაციას აქვეყნებს პარაოლიმპიური კომიტეტი? (ფოტოები)
პარაოლიმპიურ კომიტეტს დათი ქოქრაშვილი სტუმრობდა. ფოტოებზე დათი ეტლით მოფარიკავე გოგონებთან, ასევე პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, რატი იონათამიშვილთან ერთად არის გადაღებული.
"დღეს პარალიმპიურ კომიტეტში და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დათი ქოქრაშვილს ვუმასპინძლეთ. მოხარული ვართ, რომ დათი დღეიდან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა! გვჯერა, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ" - წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა, რის მერეც გერმანიაში გაფრინდენ, სადაც ბავშვმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა. დათი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.
ამბები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.