Jump to content
Planeta.Ge

თამარ გაბუნია - მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით


პაციენტმა უნდა იმკურნალოს უსაფრთხო გარემოში, ხარისხიან პირობებში, რისკები, რაც უკავშირდება სარემონტო პირობებში მიმდინარე კლინიკურ პროცესებს, არ არის მისაღები - გარდამავალ ეტაპზე დეტალურ გეგმას გავაცნობთ თანამშრომლებს, ვფიქრობთ, ყველასთვის მისაღები იქნება ის სამომავლო პერსპექტივა, რაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მზად არიან „რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებს გაესაუბრონ და გასცენ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან და საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით.

„რესპუბლიკური საავადმყოფო" არის მთავარი საავადმყოფო და ყველაზე მძლავრი რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. მან სამომავლოდ უნდა აიღოს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს ფუნქცია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის კომპლექსური უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში. მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" უნდა შეიქმნას მომავალი და ეს მომავალი არის სწორედ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში,"- განაცხადა გაბუნიამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...