Jump to content
Planeta.Ge

ლევან იოსელიანი - ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან


ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეებზე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი.

„რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით, რა გამოიკვეთება, რა დადგინდება, რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა ინფორმაციაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში იყო შემოსული, მიმიდინარეობს მოკვლევა და მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის ბრალეულობას და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ქალბატონები, რომლებიც საუბრობენ, მოხსენიებული იყვნენ მოსყიდულებად, სახალხო დამცველმა აღნიშნა: „ბრალეულობის საკითხს ჩვენ არ ვიხილავთ, ჩვენ ვიკვლევთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას. მათი ჩვენებები და განცხადებები იწვევს რაღაც ტიპის უნდობლობას, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...