სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ
უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ომი უკრაინაში არის შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ.
„არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.