Jump to content
Planeta.Ge

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები - მოვუწოდებთ საბჭოს გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებაზე


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურებიან, რომლებიც მათივე განცხადებით, სექსუალურ შევიწროებას ეხება. ოპოზიციური წევრები საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის „პოსტ-ტვ“-ს დამფუძნებელი და წამყვანი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და მისი თავმჯდომარე დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

მიუხედავად მრავალი მოწოდებისა მათ ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია ან განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით.

უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის პოზიცია, რომლებიც შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით ცდილობენ ამ ქალების დამცირებასა და შეურაცხყოფას. ჩვენთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ამ საკითხს ეხება. ამ პროცესში აუცილებელია ფაქტების ობიექტური გამოძიება, ქალების მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება, რათა ეს გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, რომლებთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ზოგადად საბჭო არ გაითვალისწინებს ჩვენს მოწოდებებს და შეინარჩუნებს დუმილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ ის იმართება ქართული ოცნებისა და პოსტ-ტვ დირექტივებით და ნებისმიერი მოქმედება მათ მიერ განხორციელებული იქნება ფორმალური და მოჩვენებითი. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ პროცესებში მონაწილეობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბჭოს კარგად გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბწოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან შემდეგი პარტიები:

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი - ნინო წულაძე;

პრაქცია „ლელო პარტინიორობა საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი -ვახტანგ სურგულაძე;

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ნინო კვიტაიშვილი;

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ბარბარა ჯიმელი სულაშვილი;

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ლილე ლიპარტელიანი;

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ანა გოგოლაძე;

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - სოფო ჯაფარიძე;

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი - სალომე კობალაძე;

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...