Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთის პარლამენტმა „ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარა - მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, პრინციპულ და სამართლიან ნაბიჯად აფასებს.

„გვაქვს საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, სამშაბათს, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს.

"ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარებული აქვს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის გერმანიაში, ბელგიასა და ისლანდიაში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...