ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფება მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.
რუსული სააგანტო „ტასი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ლავროვმა მიიწვია, რათა განიხილონ რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი და რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებშია.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ადანაშაულებენ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში, რასაც თეირანი და მოსკოვი უარყოფენ. ირანმა, რომლის წინააღმდეგაც საერთაშორისო სანქციები მოქმედებს, მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ დაასრულა რუსეთისგან სუ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.