ქალების მიმართ ბინძური კამპანიები ყოველთვის ღარიბაშვილის მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს ხდება - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ქალების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს იმას, რაც ახლა, ამ დღეების განმავლობაში ხორციელდება მსხვერპლი ქალების წინააღმდეგ.
ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება სავარაუდო მოძალადის წახალისებას ცდილობს.
ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იხსენებს ასევე იმ პერიოდს, 2016-17 წლებს, როდესაც მისი და ცნობილი ქალების წინააღმდეგ ვიდეოების გავრცელება მოხდა.
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი სახის კამპანიები ქალების წინააღმდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდებს საეჭვოდ ემთხვევა და არასოდეს არ ხდება სხვა მაღალჩნოსნების მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
ის, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ არის ადამიანური სიმდაბლისა და სიბინძურის უკიდურესი ფორმა.
კადრულობენ აბსოლუტურად უკადრებელს. განსაკუთრებტ ამ ქალების დაცინვის კამპანიაში ჩართვით. იცით რა, არ სჯერათ და ვერ წამოუდგენიათ, რომ 7-10 წლის შემდეგ ნაზი გრძნობები ვიღაცას ელახება.
არაფერი არ იციან მათ. წარმოდგენაც არ აქვთ რა მასშტაბის სიბინძურეში მონაწილეობენ ასეთი მოქმედებებით.
ვიღაცას ალბათ ჰგონია, რომ ამითი პოლიტიკურ კამპანიას ეწევა და არაფერი საერთო არ აქვს მორალთან ზნეობასთან, ადამიანობასთან.ამასობაში ამას არაფერი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან და არჩევნებთან.
ყოველწამიერად ვრწმუნდები, რომ ცნობილ ქალების წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაში, რომელიც 2016-17 წლებში ვიდეოების გავრცელებით გამოიხატა, პირდაპირ მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები. მუდმივად ვამბობდი მე, რომ მოქმედი გმირები არ არიან შეცვლილები. ეს მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და შემდეგ მისი პრემიერობის დროს.
მტკიცებულებები არ მაქვს მას პირდაპირ დავადო ხელი, მაგრამ სწორედ მისი მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს ხდება ეს ამბები და არასდროს სხვა პირველი პირების დროს, ყოველ ჯერზე ეს სიბინძურის კამპანიები სწორედ იმ დროს ხდება, როდესაც ის არის მაღალი თანამდებობის პირი.
ეს არის მოძალადის მხარდაჭერის და მსხვერპლის გაბაიბურების და მასხრად აგდების კამპანია. ეს არის ყველაზე მეტი მდაბიო დ არაკაცური კამპანია. იმედი მაქვს ამას ექნება დასასრული და ეს არასოდეს არ მოხდება საქართველოში". - ამბობს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალების რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.