კადიროვის მცირეწლოვანი ვაჟები "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის" დაჯილდოვდნენ
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ვაჟებმა, 17 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის."ამის შესახებ ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის რესპუბლიკელმა მინისტრმა, აჰმედ დუდაევმა, განაცხადა.
არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მიენიჭათ კადიროვებს სამახსოვრო ნიშანი. დუდაევმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და "მიჰყვებიან ბაბუის“, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმად კადიროვის „ცნებებს“.
როგორც სახელმწიფო სააგენტოს "ჩეჩნეთი დღეს" ვებგვერდი იტყობინება, სამახსოვრო ნიშნები ახალგაზრდა კადიროვებს წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსლან ალხანოვმა და „როსგვარდიის“ ჩეჩნეთის განყოფილების უფროსმა, შარიპ დელიმხანოვმა, გადასცეს.
თავად რამზან კადიროვი იყო პირველი, ვისაც 2015 წელს ჩეჩნეთში მიენიჭა სამკერდე ნიშანი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამორჩენისთვის". ამის შემდეგ, ჯილდო, მიიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელის მშობლიურმა დეიდამ, უმან იბრაგიმოვმა და პოლიციის ორმა ოფიცერმა. მათ 2019 წლის სექტემბერში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უსაფრთხოების ძალებს, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუხსნეს.
- 25 მარტს რამზან კადიროვი დააჯილდოვეს მედლით „რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველი.“
- ანალოგიური მედალი გადაეცა რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს აიმან კადიროვას (რამზან კადიროვის დედას) და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმატ-ჰაჯი კადიროვს (რამზან კადიროვის მამას, გარდაცვალების შემდეგ).
-
კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მას არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უფლებადამცველები კადიროვს აკისრებენ პასუხისმგებლობას ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.