ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი.
მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია.
"ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართულია სისტემურ ძალადობაში - ადამიანებზე, ორგანიზაციებზე, მედიებზე, ელჩებზე, პარტნიორებზე თავდასხმა, მათი ჩაგვრა, ბულინგი, ტერორი, შუღლის გაღვივება. დღეს ამ პარტიას სხვა რესურსი, გარდა ძალადობისა, არ გააჩნია.

უბრალოდ გასულ დღეებს გადახედეთ: ჯერ ევროკავშირის დროშა დაწვეს; მერე ერთმანეთის მიყოლებით პარლამენტში დეპუტატები ცემეს; მერე პროპაგანდისტის დასაცავად დაზარალებულს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს; ახლა „პალიტრას“ ესხმიან თავს; თავისივე ჩაფლავებული საგარეო პოლიტიკის გამო, ნორვეგიის ელჩი დაიბარეს და საელჩოსთან აქცია მოუწყვეს.
ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი სახელმწიფოსგან, რომელიც თვითონ უნდა იყოს ჩვენი დაცვის გარანტი. ცემენ ან თავს ესხმიან ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც დაგვიცავს. მოძალადე რეჟიმები როგორ ამთავრებენ, გვინახავს.
ამჯერად სოლიდარობა TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews-ს.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.