Jump to content
Planeta.Ge

ოლექსი რეზნიკოვი - ბრიტანეთიდან მიღებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მალე ჩაერთვებიან საბრძოლო მისიებში


გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გადაადგილდება ის ბრიტანული ტანკით.

„სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული „ჩელენჯერი 2“-ის ტანკის დატესტვა. ასეთი ტანკები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს“, - წერს რეზნიკოვი.

ცნობისათვის, უკრაინამ გუშინ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი, გაერთიანებული სამეფოსგან კი - „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მიიღო.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...