"ქალთა გაძლიერების პლატფორმა" სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის
პარტია "საქართველოსთვის" - ქალთა გაძლიერების პლატფორმა, სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე. planeta.ge გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლების პროპაგანდისტის დაცვას, მსხვერპლის დისკრედიტაციას და პოტენციური მსხვერპლების დაშინებას.
"ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლების პროპაგანდისტის დაცვას, მსხვერპლის დისკრედიტაციას და პოტენციური მსხვერპლების დაშინებას.
თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან. ოცნებამ უარი თქვა იმ პროგრესზე, რასაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მივაღწიეთ.
უფრო მეტიც, იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადის და არა მსხვერპლის დასაცავად.
სოლიდარობას ვუცხადებთ თათია სამხარაძეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.