სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ვისურვებდი, რეალურ პრობლემებზე ყოფილიყო აქცენტი
საქართველოს პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია პრეზიდენტი რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს.
„პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ალბათ ყველა ვისურვებდით ცოტა უფრო დაბალანსებული იყოს ეს განცხადებები და შესაბამისად, უფრო მეტად აქცენტირებული უშუალოდ რეალურად არსებულ პრობლემებზე უფრო მეტად, ვიდრე გარკვეულ ტენდენციებზე აყოლის მცდელობები ვიხილოთ.
ბოლო დროს პრეზიდენტის განცხადებები გამოირჩევა ისეთი ნარატივების განვითარების მცდელობით, რომელიც უფრო მეტად… არ ვიცი რა დავარქვა, გადახრილია ოპოზიციის მხარეს, “- თქვა მან.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უფლებადამცველის, თათია სამხარაძის მიმართ პროპაგანდისტური არხის POSTV-ის და მისი მფლობელის, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას.
სალომე ზურაბიშილმა თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, არამედ ხელს აფარებს.
„იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა, “- თქვა მან.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.