Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები მიიღო – „შპიგელი“


„ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა. „შპიგელის“ ცნობით, საუბარია საბრძოლო მანქანის 18 ერთეულზე.

ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გერმანიის ხელისუფლება დიდხანს განიხილავდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, არა მარტო თავად დადო კიევისთვის მათი მიწოდების პირობა, არამედ შესაბამისი ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცა.

რა არის „ლეოპარდ 2“ და რატომ სჭირდება უკრაინას

„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს. უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა.

უკრაინა და მისი მოკავშირეები  მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება კონტრშეტევით ბრძოლებში.

ტანკების მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...