Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში ცემა და წამება Amnesty International-ის ანგარიშში


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 2022/23 წლის ანგარიშში, დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებსაც მიმოიხილავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო წარსულში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა.

“2020 წლის 31 აგვისტოს, ციხეში, ცემისა და სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული ტრავმებისგან სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი გარდაიცვალა. ეფექტური გამოძიება კი, როგორც ამ, ასევე, 2020 წელს ციხეში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის შემთხვევაში, არ ჩატარებულა.

ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა არც აფხაზეთში 2021 წლის ციხეში დაღუპული ანრი ატეიბას საქმეზე.

ამასთან, ირაკლი ბებუას, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვის გამო იხდის სასჯელს, ქრონიკური დაავადებების მიუხედავად, არ მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”; და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა წაუყენეს. ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...