Jump to content
Planeta.Ge

"პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტის მიმართვა


"პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი ვებგ­ვერდ www.ongo.ge -ზე გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ვებგ­ვერ­დის მფლო­ბელს, ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს მი­მარ­თავს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თქვენს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ვებგ­ვერ­დზე 2023 წლის 27 მარტს, 16 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე გან­თავ­სდა სტა­ტია შემ­დე­გი სა­თა­უ­რით: "კე­ზე­რაშ­ვი­ლი პა­ლიტ­რა მე­დი­ას აფი­ნან­სებს“. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს და არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტი, თით­ქოს ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს­გან არის მი­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს.

"პა­ლიტ­რა მე­დია“, მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, არას­დროს ყო­ფი­ლა მარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მიერ, ის ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა სწო­რი და უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია. ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და ცი­ლის­წა­მე­ბას. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და მის­თვის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს "ფეიკ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ეყ­რდნო­ბი­ან სხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მე­დი­ე­ბი და მო­ახ­დე­ნენ ყო­ველ­გვა­რი გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნუ­ლის გავ­რცე­ლე­ბას. თუმ­ცა, ე.წ. სან­დო წყა­როს მოშ­ვე­ლი­ე­ბით, სხვი­სი და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით, სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი სტა­ტია, ვერ მი­აღ­წევს მი­ზანს.

 

თქვე­ნი ვებგ­ვერ­დის მიერ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, ირ­ღვე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ქარ­ტი­ის შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბი: პრინ­ცი­პი 1.ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ტი­ვი უნდა სცეს სი­მარ­თლეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბას – მი­ი­ღოს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია; პრინ­ცი­პი 3. ჟურ­ნა­ლის­ტმა უნდა გა­დას­ცეს ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ იმ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მელ­თა წყა­რო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია; პრინ­ცი­პი 11. ჟურ­ნა­ლის­ტმა უმ­ძი­მეს პრო­ფე­სი­ულ და­ნა­შა­უ­ლად უნდა მი­იჩ­ნი­ოს შემ­დე­გი ქმე­დე­ბე­ბი: ფაქ­ტის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბა; ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ქრთა­მის, სა­ჩუქ­რის ან სხვა სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის სა­ნაც­ვლოდ;

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აი­ღოთ თქვე­ნი ვებგ­ვერ­დი­დან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სტა­ტია, მო­ახ­დი­ნოთ თქვენ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოთ სწო­რი, უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით, მივ­მარ­თოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...