Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავდეევკასთან დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სამხრეთიდან ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, როგორც ჩანს, დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ტაქტიკურ შეცდომებს უკავშირდება.

 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ მე-10 სატანკო პოლკი რუსეთის არმიის მე-3 კორპუსის შემადგენლობაშია, რომელსაც დისციპლინის და საბრძოლო სულისკვეთების მხრივ პრობლემები აქვს და ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებული სწავლების მიუხედავად, მისი ბრძოლის ეფექტიანობა კვლავ შეზღუდულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 62 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...