რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს
რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს.
რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს.
მათივე ცნობით, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება.
17 მარტს ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობის გამო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.