Jump to content
Planeta.Ge

ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ ისრაელში საყოველთაო გაფიცვის შემდეგ, საელჩოში საკონსულო მომსახურება შეჩერებულია


საქართველოში ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ ისრაელში საყოველთაო გაფიცვის თაობაზე განცხადების შემდეგ, საელჩოში საკონსულო მომსახურება შეჩერდა.

„საქართველოში ისრაელის საელჩო დღეს დაკეტილია. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500). შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში“, – ნათქვამია განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...