Jump to content
Planeta.Ge

საპატრიარქო - 28 მარტს დაგეგმილ აქციას არ აქვს კავშირი საქართველოს საპატრიარქოსთან


28 მარტს დაგეგმილ აქციას არ აქვს კავშირი საქართველოს საპატრიარქოსთან, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

„გავრცელდა ინფორმაცია 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც.

ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...