Jump to content
Planeta.Ge

როგორი იქნება მომავლის ადამიანი


ცოტა ხნის წინ, კომპანიამ „TollFreeForwarding“, ექსპერტების პროგნოზებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, მომავლის ადამიანის 3D-მოდელი შექმნა.

მასიური თავის ქალა, მცირე ზომის ტვინი და ორი დამატებითი ქუთუთო – ეს არის ადამიანის სხეულის რამდენიმე ცვლილება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება გამოწვეული.

„მინდი“ 31-ე საუკუნეში ცხოვრობს. ის დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის მონიტორთან ატარებს. გარდა ამისა, „მინდი“ ხშირად უყურებს სმარტფონს, რის გამოც უფრო მასიური და ძლიერი კისრის კუნთები და დარღვეული ტანადობა აქვს. თავდახრილ მდგომარეობაში გატარებული საათები ხერხემლის წონასწორობას არღვევს. შესაბამისად, თავის შესაკავებლად კისრის კუნთებზე დამატებითი დატვირთვა მოდის.

თუმცა ადაპტაცია ამით არ შემოიფარგლება. „მინდის“ თავის ქალა უფრო სქელია, რაც ტვინს სმარტფონებისგან მომდინარე რადიოსიხშირული გამოსხივებისგან იცავს. გაჯეტების გამო „მინდის“ ხელი მუდამ შეკუმშულ მდგომარეობაშია, იდაყვი კი 90 გრადუსით არის მოხრილი.

ბოლო და ყველაზე უცნაურ ცვლილებას კი დამატებითი ქუთუთოები წარმოადგენს, რომელიც ელექტრონული ტექნიკისგან მომდინარე სინათლეს ფილტრავს“. – აცხადებენ მეცნიერები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...