ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა
პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა, - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა, - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „საქართელოსთვის" რეკომენდაციების შესრულების პროცესში არასოდეს გამხდარა პოლარიზაციის მიზეზი. ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებმაც პარალელური პროცესი წარმართეს.
"ვმონაწილეობდით სამუშაო ჯგუფებში და 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად წარვადგინეთ კონკრეტული გეგმა, რაც პირდაპირ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
"ვმონაწილეობდით სამუშაო ჯგუფებში და 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად წარვადგინეთ კონკრეტული გეგმა, რაც პირდაპირ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ამასთან ნათელია, რომ რუსული კანონის მიღების შედეგად, ხელისუფლებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
ჩვენს პარტნიორებში დადასტურდა ხელისუფლების მიერ, ანტი-ქართული, ანტიეროვნული ნაბიჯების მიზანმიმართლად გადადგმის აღქმა.
ამ მოცემულობის საპასუხოდ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოების მეორე, რეალური ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითბის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა.
ამისთვის საჭიროა:
- პირველი,
ორივე მხარემ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ყველამ - გადაინაწილოს პასუსიხმგებლობა და ერთად წარმართოს პროცესი, მოვუწოდებთ მათ ამისკენ.
ეს იქნება, მათ შორის პირველი რეკომნდაციის შესრულების შესაძლებლობა და პოლარიზაციის შემცირება. გაერთანებული პასუხისმგებლობის ფარგლებში - შეიქმნას რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს, ევროკომისიის შეფასების და მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას და მათთან იმუშავებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგების მიმართულებით.
- მეორე,
მეორე რაუნდის დღის წესრიგში, სრულად იქნას გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მინიმუმ 3 საკითხზე:
1. მართლმსაჯულება - იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფორმით;
2. საარჩევნო რეფორმა - ერთიანი, სრულფასოვანი მათ შორის, ყველა წინა რეკომენდაციის გათვალისწინებით,
3. ანტიკორუფციული სააგენტოს რეფორმა - მარეგულირებელი ჩარჩოს სისტემური გადახედვა მისი დამოუკიდებელი, საგამოძიებო ფუნქციის უზრუნველყოფით და
ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხი - სისტემური მიდგომის და არა ინდივიდუალური მიდგომის შესაბამისად.
- მესამე,
უზრუნველყოფილიქნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობა, რისთვისაც სამუშაო პროცესის წარმართვა უნდა განხორციელდეს პარლამენტის რეგლამენტით, მკაფიოდ რეგულირებული მექანიზმების საშუალებით
ასევე მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს გააძლიერონ წნეხი ხელისუფლებაზე 12 პუნქტის შესასრულებლად.
თუ ოცნება უარს იტყვის აღნიშნულზე, ჩაითვლება რომ ოცნების ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, არალეგიტიმურია და მათ არ სურთ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული გზით განვითარება.
შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ ყველა დემოკრატიულ ზომას, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მმართველობის დონეზე, იმისთვის, რომ ოცნების არალეგიტიმური მმართველობა დასრულდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ევროპისკენ", - აღნიშნა ბრიფინგზე გამოსვლისას ბექა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.