უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტზე რუსეთის მძიმე თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ.
„ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. მდგომარეობა მუდმივად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას“, - განაცხადა მან.
სირსკის თქმით, ბახმუტის დაცვა „სამხედრო აუცილებლობაა“.
„ბახმუტის დაცვა განპირობებულია სამხედრო აუცილებლობით. ვაანალიზებთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა სირსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.