Jump to content
Planeta.Ge

თბილისის რომელ უბანში რა ღირს საცხოვრებელი უძრავი ქონება


2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ.

Recov.ge-ს მონაცემებით, თებერვალში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასი 840 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

უბნების მიხედვით, კი 2023 წლის თებერვალში ფასები შემდეგი იყო:

  • საბურთალო - 1 005 აშშ დოლარი;
  • ვაკე - 1 651 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 664 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 794 აშშ დოლარი;
  • მთაწმინდა - 1 315 აშშ დოლარი;
  • ისანი - 901 აშშ დოლარი;
  • ფონიჭალა - 524 აშშ დოლარი;
  • დიდგორი - 685 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 684 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი/დიღომი - 691 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 732 აშშ დოლარი;
  • ბაგები - 1 188 აშშ დოლარი;
  • ჩუღურეთი - 811 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 852 აშშ დოლარი;
  • წყნეთი - 632 აშშ დოლარი.
 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...