საქართველოში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად იყიდა ქვეყანამ ყველაზე გაძვირებული პროდუქტი
საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახვი იყიდა:
- რუსეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარის 3 547 ტონა
- აზერბაიჯანი - 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869 ტონა
- თურქეთი - 376.6 ათასი აშშ დოლარის 953.3 ტონა
- ჩინეთი - 43 ათასი აშშ დოლარის 56.5 ტონა
- ირანი - 23.8 ათასი აშშ დოლარის 42 ტონა
- ნიდერლანდები - 12.4 ათასი აშშ დოლარის 7 ტონა
-0:05
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.