Jump to content
Planeta.Ge

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს


ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ.

სლავიანკა პეტროვსკაი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

„მთელი ის ტექნიკა რაც გადაეცათ, გარდა იმისა, რომ უკრაინელების მოთხოვნით მოხდა, მათ სჭირდებათ და ეს ტექნიკაა რომელსაც უკრაინის არმია ეფექტურად იყენებს“, - განაცხადა პეტროვსკაიამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...