ბექა ლილუაშვილი - ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში
ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა.
მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა.
"დიახ განცვიფრდებიან, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გასაოცარ ზრდაზე ესაუბრება, ხოლო ევროსტატის სტატისტიკური მონაცემები მაგიდაზე უდევთ, რომელთა მიხედცვითაც: თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს შემთხვევაში მონაცემები გაზრდილია 108 პროცენტით. ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო, 2022 წელს კი მე-8 ადგილზე გადავიდა.
ველოდები საქსტატის მონაცემებს 2022 წლის შესახებ. ვნახოთ მერე მაინც რას მოიმიზეზებენ.
ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევა უნდა დასრულდეს!.", - წერს ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.