ოლექსი დანილოვი - კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“, - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.