პენტაგონი - ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.
"ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავენ.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია შევცვალოთ და არც რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ვრჩებით ნატო-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.