Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ში ემიგრაციაში კიდევ ერთი უვადო მოსამართლე წავიდა


ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა.

ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა.

„საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რომ ის პირადი, ოჯახური პირობების გამო და ნებაყოფლობით… ადამიანი იცვლის ხოლმე სამსახურს. ერთი სამსახურიდან გადადის მეორეში, გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. მოითხოვა, რომ მას მოხსნოდა უფლებამოსილება და შეუწყდა უფლებამოსილება“, — ამბობს ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია, რადგან მოსამართლეებს ჟურნალისტების გამო მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

მაკა გველესიანი პირველი მოსამართლე არაა, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მანამდე ასევე უვადოდ გამწესებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. მაია სვიანაძის თქმით, მისი წასვლა არც კონკრეტულ საქმეს და არც რამე სახის პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...