Jump to content
Planeta.Ge

დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა


თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...