Jump to content
Planeta.Ge

"ჩემი შვილის ხნისაა და მახარებს, რომ ასეთი ზრდილი ბიჭია... ბედნიერი ვარ, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს. ხვიჩა უნაკლოა" - აჩი არველაძე კვარაცხელიასა და ნაკრების მომავალ მატჩებზე


სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი 2023 წელს ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. პირ­ველ ამ­ხა­ნა­გურ მატჩს ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დი 25 მარტს, მონ­ღო­ლე­თის ნაკ­რებ­თან ითა­მა­შებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მონ­ღო­ლეთს პირ­ვე­ლად ხვდე­ბა. მატ­ჩი ერ­თგვა­რი მო­თელ­ვაა კი­დევ უფრო დიდი სა­ფეხ­ბურ­თო ზე­ი­მის წინ, რო­მე­ლიც 28 მარტს შედ­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტის მე­ო­რე მატჩს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პირ­ველ ტურ­ში ნორ­ვე­გი­ას უმას­პინ­ძლებს. ორი­ვე მატ­ჩი ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი დი­ნა­მო თბი­ლი­სის ბა­ზა­ზე მზა­დე­ბას აგ­რძე­ლებს და ბა­თუმ­ში 24 მარტს გა­ემ­გზავ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია შე­უ­ერ­თდა და 22 მარ­ტი­დან გუნდთან ერ­თად და­ი­წყო ვარ­ჯი­ში.

336796881_1387879268418156_5297839035800

"ნა­პო­ლის" მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბზე - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შან­სებ­ზე AMBEBI.GE ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს აჩი არ­ვე­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

 

"ბოლო დროს ხვი­ჩა­ზე იმ­დე­ნი კარ­გი და­ი­წე­რა, ძნე­ლია, რამე ორი­გი­ნა­ლუ­რი ვთქვა, უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ გვყავს ქარ­თვე­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვი­ჩა უნაკ­ლოა". - ამ­ბობს და უჭირს მისი, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის ვინ­მეს­თან მარ­ტი­ვად შე­და­რე­ბა.

"მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, მას წარ­მა­ტე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო, კი­დევ, მი­ნი­მუმ ისე თა­მა­ში, რო­გორც ახლა თა­მა­შობს. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უფრო და უფრო მაგ­რად ითა­მა­შებს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­საც და სა­დაც იქ­ნე­ბა, მათ გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც მუდ­მი­ვად გა­ა­ხა­რებს. ხვი­ჩა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, სწრა­ფი, ჭკვი­ა­ნი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს კომ­პო­ნენ­ტი, რი­თაც ის გა­მორ­ჩე­უ­ლი არ არის. ზო­გა­დად, იშ­ვი­ა­თია ხოლ­მე ფეხ­ბურ­თელს ასე ერ­თად ჰქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თე­ლებს ახა­სი­ა­თებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვი­ჩა უნაკ­ლოა. ცნო­ბი­ლია, რომ ის ბევ­რს მოს­წონს და ბევ­რს უნდა, თა­ვის გუნდში ჰყავ­დეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იტა­ლი­ა­შია და, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლა­საა. მან ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა მა­რა­დო­ნას სტა­დი­ონს და ქა­ლაქს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ ფეხ­ბურ­თი და აღ­მერ­თე­ბენ ამ სპორ­ტს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე უყ­ვართ და აფა­სე­ბენ ხვი­ჩას.

kvara-41596.jpg

ჩემი შვი­ლის ხნი­საა და ისიც მა­ხა­რებს, რომ ასე­თი კარ­გი, ზრდი­ლი და ემო­ცი­უ­რი ბი­ჭია, ასე წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს, ეს არაა მარ­ტი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი გვყავს ქარ­თვე­ლებს.

დღეს ხვი­ჩას ბევრ ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს ადა­რე­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­სი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით, ვინ­მე ერთ კაცს პირ­და­პირ არ ჰგავს, ვი­ნა­ი­დან ის ისეთ პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს, რომ ასე­თი გა­რე­მარ­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სხვა­ნა­ი­რი სტი­ლი­სა­ნი არი­ან - უფრო სწრა­ფე­ბი, უფრო მოძ­რა­ვე­ბი. ხვი­ჩას თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აქვს, რაც მის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას უფრო უს­ვამს ხაზს.

287232465_434949288447821_15944729593443

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე მარ­ტი­ვად მას ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ. ხვი­ჩა გუ­ტის­ნა­ირ გო­ლებს არ იტანს, შე­იძ­ლე­ბა მის­ნა­ი­რი გა­და­ცე­მე­ბი ჰქონ­დეს (მაგ. ქუს­ლით), მაგ­რამ გუ­ტის პო­ზი­ცი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბევ­რი გოლი არ აქვს. გუტი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი და „რეალ მად­რი­დის“ ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი იყო, დიდ გუნდში დიდ­ხანს თა­მა­შობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუტი შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს. ახ­ლა­ხან მა­ი­სუ­რი გა­უგ­ზავ­ნია და გა­ა­ხა­რა ხვი­ჩა. მოკ­ლედ, გუტი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და ის რომ მო­გე­წო­ნე­ბა, გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ნაკ­რებს, მონ­ღო­ლე­თი სათ­ვა­ლავ­შიც არ არის, მთა­ვა­რია ნორ­ვე­გი­ის თა­მა­ში. სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებ­თან ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმ იმე­დით ვართ, რომ ეს თა­მა­ში უნდა მო­ვი­გოთ, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა გუნდს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო 2 ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­აკ­ლდა. ერთი ჰა­ლან­დია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ნორ­ვე­გი­ის, შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლა­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ“.

ნანა ფიცხელაური

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...