Jump to content
Planeta.Ge

ლევან იოსელიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან იოსელიანმა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. საელჩო აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ სახალხო დამცველის მთელ გუნდს.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

7 მარტს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად დაამტკიცა პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...