Jump to content
Planeta.Ge

თბილისში დისტრიბუციისთვის 80 ლოკაციაა გამოყოფილი - მერია


თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაცია სააგენტოს მიაწვდიდა სადისტრიბუციო მანქანებისთვის შერჩეულ ადგილებს, ხოლო სააგენტო შეისწავლიდა წარმოდგენილ წინადადებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის ურბანული სამსახური ავრცელებს.

„ბიზნეს ასოციაციამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი 500-ზე მეტი ლოკაცია წარუდგინა.

ამ ეტაპისთვის სააგენტომ უკვე შეისწავლა 193 ლოკაცია, საიდანაც 80 ლოკაცია უკვე გამოყოფილია სადისტრიბუციო მანქანებისთვის; 113 ლოკაციაზე სააგენტოს პოზიცია უარყოფითია, რადგან მითითებული ადგილების ნაწილი მოიცავს ტროტუარებს, ნაწილზე პარკირების მოწყობა კი ხელს შეუშლის როგორც ქვეითებს, ისე ტრანსპორტს უსაფრთხოდ გადაადგილებაში.

სააგენტოში გრძელდება ბიზნეს ასოციაციის წინადადებების შესწავლა და ამჟამად იგეგმება დარჩენილი ლოკაციების ადგილზე ნახვა, რომლის შესწავლის შემდეგ სააგენტო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია ურბანული სამსახურის განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...