ბერდია სიჭინავა რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე - საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე პოსტს აქვეყნებს:
"რუსთავში მიმდინარე პროცესები:
"რუსთავში მიმდინარე პროცესები:
- რუსთავის მერია, რომ მუნიციპალიტეტის ბეჭედს უმალავდა საკრებულოს და უკანონოდ არ ამოწმებდა კანონიერად მიღებულ აქტებს, ყველას გახსოვთ.
- ამის შემდეგ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტს აქვს 2 ბეჭედი, მიუხედავად ამისა, დაახლოებით ნახევარი წელი, საკრებულოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მერიას არ შეუსყიდია საკრებულოსთვის ბეჭედი (დაახლოებით 30 ლარი ღირს), რის გამოც საკრებულო იძულებული გახდა თვითონ დაემზადებინა.", - აღნიშნავს ბერდია სიჭინავა.
მისი თქმით, საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით.
მისი თქმით, საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით.
"ამ ბეჭედს თურმე ეხლა არ აღიარებენ მერიაში (ჯერ ვინ ეკითხებათ) და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს არ ურიცხავენ კუთვნილ ხელფასს.
საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით, არავინ ეკითხება მერს საკრებულოს და მისი თავმჯდომარის გადაწყვეტილებების კონტროლს! პირიქითააა, პირიქით!
ქართული ოცნება / Georgian Dream გააგებინეთ თქვენს მერს, რუსთავში!", - წერს ბერდია სიჭინავა.
ასევე, იხილეთ, საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას კომენტარი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე:
ასევე, იხილეთ, საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას კომენტარი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.