ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ზელენსკის ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
„ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში. პატივია დავაჯილდოვო ჩვენი გმირები - მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და უკრაინის აღმოსავლეთის დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.