Jump to content
Planeta.Ge

შსს - მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ


შინაგან საქმთა სამინისტროს განცხადებით, 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ, რა დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.

უწყების განმარტებით, სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება;

მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...